|
|
ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა.
|
|
ქრისტიანული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს.
წმიდა იოანეს ბავშვობის შესახებ ცნობილია ლუკა მახარებლის გადმოცემის მიხედვით. იოანე იყო მღვდელმსახურ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის შვილი. ხნიერ ცოლ-ქმარს დიდხანს არ ეძლეოდა პირმშო. როგორც ლუკა მახარებელი გვამცნობს, მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა ზაქარიას, რომ შვილი შეეძინებოდა: „ ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
|
|
ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო - Судьбы грузинской церкви: (По вопросу о Грузинской церковной автокефалии) Москва: Русский стяг, 1907. 103 с.
|
|
ღირსი პროკოპი უსტიანელის უხრწნელი სხეული ХVII საუკუნიდან ვოლოგოდის ეპარქიის უსტიანის ვვედენის ეკლესიაშიი 200 წლის მანძილზე ღიად ინახებოდა და უამრავ სასწაულქმედებას აღასრულებდა.
|
|
19 ივლისი (1 აგვისტოს) აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903).
|
|
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
|
|
მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.
|
|
22 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოციქულ მატათასი. უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.
|
|
ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი ,რომლის ხსენებაც აღესრულება 16 აგვისტოს, 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა.
დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა.
|
|