|
|
ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა. ქრისტესმოსავმა მსახიობმა, რომელმაც არ შესწირა მსხვერპლი კერპს, საკუთარი თავი მიუტანა ღმერთს მსხვერპლად!
|
|
წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
|
|
განა შენი სიკეთისათვის უცნობია იმერეთის ერისა და სამღვდელოების “საყვედური” ქუთათელი მიტროპოლიტ დიონისესა და გაენათელი მიტროპოლიტ ექვთიმეს ხელმძღვანელობით, რომლებსაც ამ “საყვედურის” გამო საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხი დააბრალეს, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დააპატიმრეს და ძლიერი ბადრაგით გადაგზავნეს თბილისში, შემდეგ კი რუსეთში? რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ხსენებულ მღვდელმთავართა “საყვედური”, ჩანს იმ სისასტიკიდან, რომელიც მართლმადიდებელი რუსეთის მთავრობამ გამოიყენა ამ ქართველი იერარქების წინააღმდეგ. — “ტყვეები რომ მშვიდად იყვნენ, — წერს გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს პოლკოვნიკი პუზირევსკი, — ვერ გაიქცნენ, ვერ იცნონ ერთმანეთი და გადაყვანის დროს ვერ იცნოს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მე ჩამოვაცმევ მათ თავზე ტილოს ტომრებს პირის მხარეს ხვრელით, ხოლო კისრისა და წელის სიმაღლეზე ტომრებს თოკით შევკრავ. უკიდურეს შემთხვევაში კი ვვარაუდობ მათ დახოცვასა და გვამების მდინარეში ჩაყრას”
|
|
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
|
|
კონდაკი:
წინასწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლად შემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.
|
|
24 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი დედა ქსენიას ხსენების დღეს (V).
|
|
მან სალოსობის მძიმე გზა აირჩია. ქმრის კოსტუმში გამოწყობილმა დაიწყო ყველას დარწმუნება იმაში, რომ ანდრეი თეოდორეს ძე სრულიადაც არ მომკვდარა, არამედ მოკვდა მისი მეუღლე ქსენია გრიგორის ასული და არასოდეს ამის შემდეგ არ გამოპასუხებია მას, ვინც ქსენია გრიგორის ასულს ეძახდა და ყოველთვის ხალისით პასუხობდა, როდესაც ანდრეი თეოდორეს ძეს ეძახდნენ.
|
21 (03.02) იანვარს (ახალი სტილით 3 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი მაქსიმე ბერძენის ხსენების დღეს (+1556).
|
|
21 იანვარს (ახალი სტილით 3 თებერვალს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს (+662).
|
|
26 აგვისტოს იხსენიება აღმოყვანება ნაწილთა ღირსი მაქსიმე აღმსარებელისა.ღირსი მაქსიმე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა.
|
|
|
|